in

თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით – საკუთარ მოედანზე იტალიის დამარცხება შეგვიძლია

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაახლოებით ორ კვირაში “რაგბი ევროპის ჩემპიონატს” დაიწყებს და ტურნირის კიდევ ერთხელ მოგებას შეეცდება. 6 თებერვალს, “ბორჯღალოსნები”, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  პორტუგალიას უმასპინძლებენ.

2022 წელი ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი წელი იქნება, რადგან წელს უკვე “ბორჯღალოსნებში” იმ ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბების პროცესი იწყება, რომლებმაც 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა იასპარეზონ. ასევე, საქართველოს ნაკრებს ზაფხულში ისტორიული ტესტმატჩი ელის, როდესაც თბილისს იტალია ეწვევა.

Sport4me.ge საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ბრივის” მგეზავს თედო აბჟანდაძეს დაუკავშირდა და მასთან მოკლე ინტერვიუ ჩაწერა. გეტყვით, რომ თედომ 2021 წელს “ბორჯღალოსნებს” ყველაზე მეტი 70 ქულა მოუტანა.

თედო, პირველ რიგში, მომავალ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე გკითხავ. ამ ტურნირზე რა თქმა უნდა გამარჯვებას ველოდებით და ეს არცაა გასაკვირი. ამ ტურნირიდან ალბათ უკვე დაიწყება ხომ იმ ძირითადი ბირთვის ჩამოყალიბება და იმ ტაქტიკების დამუშავება, რომლითაცც უკვე მოახლოვებულ მსოფლიო თასზე ვითამაშებთ. შენ რას ფიქრობ, რა იქნება მთავარი მიზანი ამ ტურნირზე?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩემპიონობა იქნება მიზანი. ჩემი აზრით, ბირთვის და სისტემების ჩამოყალიბების პროცესი უკვე დაწყებულია და კარგადაც მიდის. თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით. ერთ-ერთი მიზანი, ალბათ კიდევ უფრო კარგად შეთამაშება იქნება

ბევრი იწერება, რომ 2022 წლის ზაფხულში შესაძლოა საქართველოს იტალია ეწვიოს. თუ ეს ტესტმატჩი შედგა, რას მისცემს ეს ქართულ რაგბის და იტალიასთან საშინაო კედლებში, გულშემატკივრის თანდასწრებით, შეგვწევს ძალა იტალიასთან მოსაგებად გავიდეთ მოედანზე? ფავორიტი რომ იტალია იქნება, ეს გასაგებია…

როგორც ვიცი, ეგ უკვე დადასტურებულია და ეს იქნება ძალიან საპასუხისმგებლო მატჩი და შეიძლება რაღაც გარდატეხაც კი შეიტანოს ქართული რაგბიში ამ თამაშის წარმატებით დასრულებამ. ერთი წამითაც არ ვიყოყმანებ და გეტყვით, რომ შეგვიძლია საშინაო კედლებში იტალიის დამარცხება.

მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე რა იქნება ჩვენი ნაკრების მიზანი რეალობიდან გამომდინარე და ფიჯისთან ნათამაშები ფრე არის თუ არა იმის იმედი რომ ჩვენ ამ გუნდის დამარცხება შეგვიძლია?

მიზანი ორი თამაშის მოგება და მომდევნო მსოფლიოზე ავტომატურად გასვლაა. ნოემბრის ტესტებზე გამოჩნდა, რომ ჩვენი გუნდი გაზრდილია და შეგვწევს ძალა ფიჯი დავამარცხოთ, თუ ჩვენ რაგბის ვითამაშებთ.

2021 წელს ნაკრებში ყველაზე მეტი ქულა მოიპოვე. 188 ქულა გაქვს ჯამში. ფიქრობ, რომ 1000 ქულიან ზღვარს გადააბიჯო ნაკრებში და რას ნიშნავს შენთვის “ბორჯღალოსნების” კვართით თამაში?

კი ვფიქრობ, რატომაც არა. ჩემთვის, როგორც ყველა მოთამაშისთვის, საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში ახდენილი ოცნებაა, რომელზეც თითოეული მოთამაშე პატარაობიდან ოცნებობს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჯოკოვიჩმა კორონავირუსის წამალზე მომუშავე კომპანია იყიდა

ვალენსიასა და საბურთალოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა