in

თებერვალში სამი მატჩია: თან ევროპა, თან მსოფლიოც

2025 წლის თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

რიჩარდ ქოქრილის შეგირდები, რომლებიც ა ჯგუფში მოხვდნენ, წლის პირველ თამაშს 1 თებერვალს თბილისში, “ავჭალაზე” გამართავენ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტ შვეიცარიას 16 საათზე უმასპინძლებენ; 8 თებერვალს 15 საათზე, ასევე “ავჭალაზე” ნიდერლანდებს დავუხვდებით; ჯგუფურ ეტაპს კი 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დავასრულებთ.

ბ ჯგუფში პორტუგალია, რუმინეთი, ბელგია და გერმანია მოხვდნენ. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, პირველ-მეორე ადგილოსნები თასის ნახევარფინალში გავლენ, ქვედა ოთხი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. ნახევარფინალური ეტაპის თამაშები 1-2 მარტსაა ჩანიშნული, ოთხი ფინალი (ყველა ადგილისთვის) კი 15-16 მარტს გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი ამავდროულად 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას ოთხი გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები), მეხუთე კი რეპეშაჟში ჩაერთვება (აქამდე პირდაპირ საგზურს 2 გუნდი იღებდა და მესამე რეპეშაჟში ერთვებოდა).

მსოფლიო რაგბთან კონსულტაციების შედეგად, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ორის ნაცვლად ერთ წრედ ჩატარდება და 2025 წლის მარტში დასრულდება. უცვლელი რჩება რაგბი ევროპის ჩემპიონატის ასვლა/დაქვეითების სისტემა და ბოლოადგილოსანი, რომელიც ალაფაზე დაქვეითდება, ორი წლის (2025-2026) ჯამით გაირკვევა.

2027 წლის მსოფლიო თასის საგზური უკვე მოიპოვა იმ 12-მა გუნდმა, რომლებმაც 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე პირველი სამი ადგილი დაიკავეს. დანარჩენ 12 საგზურს მიიღებენ: 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის 4 საუკეთესო გუნდი; თითო-თითოს 2025 წლის აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატების გამარჯვებულები; 2025 წლის წყნარი ოკეანის თასის 3 საუკეთესო გუნდი (ფიჯისა და იაპონიის გარდა, რომლებმაც უკვე გაიარეს კვალიფიკაცია); სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის ფლეი ოფის გამარჯვებული; რეპეშაჟის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). რუმინეთმა ტურნირი 5-ჯერ, ხოლო პორტუგალიამ ერთხელ მოიგო.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი

I ტური

31 იანვარი

რუმინეთი – გერმანია

1 თებერვალი

საქართველო – შვეიცარია
პორტუგალია – ბელგია

2 თებერვალი

ესპანეთი – ნიდერლანდები

II ტური

8 თებერვალი

საქართველო – ნიდერლანდები
ბელგია – რუმინეთი

9 თებერვალი

შვეიცარია – ესპანეთი
პორტუგალია – გერმანია

III ტური

15 თებერვალი

ნიდერლანდები – შვეიცარია
რუმინეთი – პორტუგალია

16 თებერვალი

ესპანეთი – საქართველო
გერმანია – ბელგია

ნახევარფინალები. 1-2 მარტი
ფინალები. 15-16 მარტი

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოსალოდნელი იყო: ჩაკვე და კაშია სიმბოლურში არიან

მუდრიკი დოპინგზე ჩავარდა. ამბობენ, ნოემბერში ნაკრების თამაშზეო: ნეტა, ჩვენთან ხომ არა?!