in

თბილისში რეალი და ბარსელონა არ ჩამოვლენ: ესპანეთი უევროპოდ მოდის

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები კარგა ხანია შეიკრიბა და ორი მატჩისთვის თბილისში ემზადება. ჩვენები ჯერ 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან ითამაშებენ, ხოლო 4 ივლისს შინ ესპანეთს მივიღებთ. აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება.

ნაკრები ვარჯიშობს: 22-დან 12 შეირჩევა – ვინ როდის და როგორ

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჟიო სკარიოლომ დაასახელა ის შემადგენლობა, რომელსაც საქართველოს, უკრაინისა და ჩრდ მაკედონიის წინააღმდეგ დაეყრდნობა.

აღსანიშნავია, რომ პირენეელთა შემადგენლობაში არ არიან ევროლიგაზე მოთამაშე გუნდების წარმომადგენლები, მათ შორის „რეალისა“ და „ბარსელონასი“. ამ ორმა გრანდმა სულ ახლახანს დაასრულა სეზონი, როდესაც ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ და სერიაში 3:1 მადრიდელებმა იმარჯვეს. ცხადია, ესპანეთის ნაკრებს თბილისში ვერც NBA-ის წარმომადგენლები დაეხმარებიან.

უკანახაზელები
ფერან ბასასი (ხუვენტუდი)
დარიო ბრისუელა (უნიკახა)
კინო კოლომი (აეკ, საბერძნეთი)
ალბერტო დიასი (უნიკახა)
ხაიმე ფერნანდესი (უნიკახა)

ფორვარდები
ხაბერ ლოპეს-აროსტეგი (ვალენსია)
დანი დიესი (ბურგოსი)
ხონატან ბარეირო (უნიკახა)
ხოელ პარა (ხუვენტუდი)
მიკელ სალვო (გრან კანარია)

ცენტრები
ფრან გერა (ტენერიფე)
ხაიმე პადილია (ვალენსია)
სებასტიან საისი (ალმარკი, იაპონია)
იანკუბა სიმა (მანრესა)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მსოფლიო მოგებით დავიწყეთ: საქართველომ ბრაზილია დაამარცხა – ისტორიაში პირველი

დვალი ფერენცვაროშიდან წამოვიდა