მალე საქართველოს კიდევ ერთ საფეხბურთო კერა შეემატება: თბილისში ლა ლიგის ერთ-ერთი წარმატებული და ტრადციული საფეხბურთო კლუბ “ვილიარეალის” საფეხბურთო აკადემია იხსნება. აკადემიაში ჩარიცხვის მსურველი საკმაოდ ბევრია. შერჩევა მალე დაიწყება და აკადემიაც დაიწყებს ფუნქციონერებას და ქართული ფეხბურთისთვის ახალი ტალანტების გაზრდას შეეცდება.
აკადემიის სამომავლო გეგმების შესახებ Sport4me.ge საქართველოში “ვილეარეალის” აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და სკაუტების მენეჯერ გეგი კიკაბიძეს ესაუბრა.
“დაახლოებით, ერთი წლის წინ გვქონდა ესპანური კლუბის ხელმძღვანელებთან საუბარი და გადაწყდა საქართველოში “ვილიარეალის” საფეხბურთო აკადემია გახსნილიყო. 120-მდე ბავშვია ამ ეტაპზე დარეგისტრირებული, რომელსაც აქვს აკადემიაში ჩარიცხვის სურვილი. მწვრთნელები ქართველები იქნებიან, რომლებიც ესპანელი მწვრთნელების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან და ყოველი თვის ბოლოს ესპანურ მხარეს გაწეული სამუშაოს ერთგვარ ანგარიშს წარვუდგენთ. ბავშვები “ვილიარეალის” საფეხბურთო ეკიპირებით ივარჯიშებენ. გადასახადი 120 ლარი იქნება, მაგრამ გამორჩეული ბავშვები და ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები უფასოდ ივარჯიშებენ.
ყოველი ვარჯიში “ვილეარელის” საფეხბურთო ხედვებით და მეთოდოლოგიით დაიგეგმება და წაიმართება.
ამ ეტაპზე ჩვენის აკადემია მუშტაიდის პარკში, “იმედის” სტადიონზეა. თბილისის მერიასთან გვაქვს აქტიური კონსულტაცია და მალე ახალი მოედნებიც დაგვემატება. სამომავლოდ, ვგეგმავთ ყველა რეგიონში გვქონდეს ჩვენი ფილიალი.
წარმატებული აღსაზრდელები ყოველწლიურად ესპანეთში, “ვილიარეალის” აკადემიაში გაივლიან სტაჟირებას. გვსურს, ეს აკადემია იყოს ფანჯარა ევროპაში და სამომავლოდ ბევრმა ქართველმა ფეხბურთელმა შეძლოს ისეთი დონის ჩემპიონატში თამაში, როგორიც ლა ლიგაა”, – გვითხრა გეგი კიკაბიძემ.
GIPHY App Key not set. Please check settings