in

თბილისის დინამოში ავსტრიელი მწვრთნელი მოდის, რომელიც ქართველებთან მუშაობდა

თბილისის “დინამოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს: ესპანელი ანდრეს კარასკოს ნაცვლად გუნდს ახალგაზრდა ავსტრიელი სპეციალისტი ფერდინანდ ფელდჰოფერი გაწვრთნის.

ფეხბურთელობის დროს ფელდჰოფერი ჩვენთვის კარგად ნაცნობ გრაცის “შტურმში” თამაშობდა, ასევე ვენის “რაპიდსა” და “ადმირა ვაკერში”. ავსტრიის ნაკრების შემადგენლობაში 13 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას: 2015-19 წლებში “ლაფნიტცს” ედგა სათავეში. 2019-21 წლებში “ვოლფსბერგის” მთავარი მწვრთნელი იყო. ეს ის გუნდია, სადაც იმავე პერიოდში ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე თამაშობდნენ. 2021-22 წლებში კი ვენის “რაპიდის” მწვრთნელი გახდა, სადაც მხოლოდ 42 მატჩი ჩაატარა, 17 მოიგო, 11 ფრედ დაასრულა და 14-ჯერ დამარცხდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მინდა გამარჯვებები გისურვოთ: მთავრობა გერმანიაში ფეხბურთელებს შეხვდა

შენ იქნები ყველაზე მნიშვნელოვანი: კონტემ ხვიჩას დაურეკა და პარიზში არ წახვიდეო უთხრა