თბილისის “დინამო” მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს.
ამჯერად, საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა 23 წლის გვინეელი შემტევი უსმანე კამარა დაიმატა. კამარამ გასული სეზონი გორის “დილაში” გაატარა და 40 შეხვედრაში 10 გოლი, 5 საგოლე პასი მიითვალა. “დინამომ” გვინეელ ფეხბურთელთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“დილამდე” კამარა ნორვეგიულ “ვალერენგაში” და შვედურ “ესკელსტუნაში” ირჯებოდა.
GIPHY App Key not set. Please check settings