საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა თბილისის “დინამომ” მომავალი სეზონისთვის გაძლიერება დაიწყო.
კახი ცხადაძის გუნდმა უკრაინელი თავდამსხმელი სტანისლავ ბილენკი და ნიგერიელი მარცხენა მცველი გოდფი სტეფენ ბიტოკი დაიმატეს.
ბილენკოს კარიერის განმავლობაში: დონეცკის “ოლიმპიკში”, “დუნაისკა სტრედაში”, “ზაგლებიეში, “რუხში” და ბრესტის “დინამოში” ირჯებოდა. ბილეკს უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში 7 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება ბიტოკს. ნიგერიელი სხვადასხვა დროს “ისლოჩისა” და “იაგელონიას” ღირსებას იცავდა.
GIPHY App Key not set. Please check settings