საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის “დინამო”, რომელმაც იანვარში დიდი რეორგანიზაცია დაანონსა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურობს.
ამჯერად თბილისელებმა ბელარუსის ნაკრების თავდამსხმელი დიმიტრი ანტილევსკი დაიმატეს. 24 წლის ანტილევსკი ბორისოვის “ბატეს” აკადემიის აღზრდილია. სხვადასხვა დროს იგი: “ბატე II”, “დნეპრის”, “მინსკის”, მინსკის “დინამოს” და ჟოდინოს “ტორპედოს” ღირსებას იცავდა.
ბოლო ორი სეზონი მან სწორედ “ტორპედოში” ჩაატარა და 59 შეხვედრაში 16 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.
ანტილევსკის ბელარუსის ეროვნული გუნდის შემადგენლობაში 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
GIPHY App Key not set. Please check settings