in

თარიღი გაირკვა: ლეგენდები 7 მარტს ბათუმში შეხვდებიან – აქედან ქინქლაძე, იქიდან ფიგუ, ძანეტი და ჟოზეს ბიჭები

საქართველოს ნაკრებისა და „ინტერის“ ლეგენდების მატჩის თარიღი გაირკვა. ვეტერანი ფეხბურთელები ერთმანეთს 7 მარტს შეხვდებიან.

მატჩი ბათუმში გაიმართება, შემადგენლობები მხოლოდ ნაწილობრივ არის ცნობილი. საქართველოს ნაკრებში ითამაშებენ შოთა არველაძე, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი და თემურ ქეცბაია. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა მონაწილეობას კახა კალაძე.

„ინტერის“ ლეგენდებში ვნახავთ ლუიშ ფიგუს, ხავიერ ძანეტის, მარკო მატერაცის, ესტებან კამბიასოს, ასევე ჩამოვლენ ჟოზე მოურინიოს დროინდელი „ინტერის“ და ჩემპიონთა ლიგის მომგები გუნდის ცხრა ფეხბურთელი.

ლეგენდების მატჩის ბილეთების გაყიდვა 22 იანვარს დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მოურინიო რომადან გაუშვეს

სიტი კვარაცხელიას თვალს ადევნებს