ცნობილი გახდა კრიშტიანო რონალდოსა და „მანჩესტერის“ მოლაპარაკების დეტალები.
გუშინ პორტუგალიელი კლუბის ბაზაზე მივიდა აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად, რათა ფეხბურთელის მომავალი განეხილათ ახალ მთავარ მწვრთნელ ტენ ჰაგთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან.
მენდეშმა „მანჩესტერს“ თხოვა, რომ რონალდოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმონ და თან ფეხბურთელი იჯარით გაუშვან, რათა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შეძლოს.
ამბობენ, რომ კრიშტიანოს აგენტი შეეცდება მოელაპარაკოს „ჩელსის“, „ბაიერნს“ ან „ატლეტიკოს“.
რონალდოს მისვლაზე კომენტარი გააკეთა „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა.
„არ ვიცი, ვინ მოიგონა ეს ისტორია. პრაქტიკულად შეუძლებელია ის ჩვენთან რომ გადმოვიდეს“, – თქვა ენრიკე სერესომ.
რონალდოს არაყვანის მიზეზი განმარტა „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმაც.
„ჩვენ განვიხილეთ ეს თემა. პირადად მიმაჩნია, რომ კრიშტიანო რონალდო ერთ-ერთი უდიადესი ფეხბურთელია, ვინც კი ოდესმე ყოფილა ამ პლანეტაზე, მაგრამ მიუხედავად მისი აღიარებისა, ის არ შეესაბამება ჩვენს ფილოსოფიას მიმდინარე ვითარებაში“.
GIPHY App Key not set. Please check settings