in

თამაში კონკურენტებთან: სლოვანმა მოიგო, კიტემ წააგო – ლეგიონერები

ბრატისლავას „სლოვანმა“ უშუალო კონკურენტი „დუნაისკა სტრედა“ 2:1 დაამარცხა და ლიდერთან სხვაობა შეამცირა.
საჩემპიონო ჯგუფის მე-4 ტურის შეხვედრაში „სლოვანის“ ძირითადში გურამ კაშიამ (75-ე წუთზე შეცვალეს) და ჯაბა კანკავამ ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 61-ე წუთზე შევიდა.
ანგარიში მეორე ნახევარში სტუმრებმა გახსნეს. „სლოვანმა“ იბრძოლა და მიზანს მიაღწია. ამ დროისთვის ჩაკვეტაძე უკვე მოედანზე იყო.
ლიდერია ისევ „დუნაისკა სტრედაა“ (57 ქულა), რომელსაც „სლოვანი“ უკვე 3 ქულით ჩამორჩება.

ოთარ კიტეიშვილის 24-ე ტურის შეხვედრაში გრაცის „შტურმი“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს, „ლასკს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.
კიტეიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე შეცვალეს.
„შტურმი“ 24 ქულით ისევ მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ 4 ქულით ჩამორჩება.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ 27-ე ტურის მატჩი „ნიურნბერგთან“ სტუმრად გამართა და გამარჯვება ბოლო წამებზე ხელიდან გაუშვა – 1:1.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოებში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა. „კარლსრუემ“ 36 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატში „ანორთოსისმა“ ლიმასოლის „აელ-თან“ 2:0 მოიგო და ლიგაში ადგილის შენარჩუნება არ გაუჭირდება (სახიფათო ზონას უკვე 20 ქულით უსწრებს).
გუნდის კაპიტანი გიორგი ლორია განაცხადში არ ყოფილა. ქართველი მეკარე ტრავმირებულია. ავთო ებრალიძე თადარიგში დარჩა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ ვერ გადაარჩინა: ვალენსიამ კონკურენტთან წააგო

არ ვყიდი, არა: ნაპოლი საოჯახო სათამაშოა და არ იყიდება