in

თამაში არ უნდა დაგვეწყო: გურამ კაშია

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შოტლანდიასთან მატჩი წააგო 0:2. შეხვედრა მოედნის დატბორვის გამო საათნახევარი შეყოვნდა, თუმცა მსაჯმა გუნდები თავიდან 5-6 წუთი ათამაშა. შემდეგ ვითარება ოდნავ გამოასწორეს, მაგრამ სათამაშო სათანადო პირობები რომ არ იყო, აშკარად ჩანდა. კრიტიკული იყო ჩვენი გუნდის მწვრთნელი ვილი სანიოლი, სირთულეებზე ისაუბრა საქართველოს ნაკრების კაპიტანმაც.

იყო კომუნიკაციის ნაკლებობაა, არანაირი ახსნა, ფეხბურთელების აზრი არ გაითვალისწინეს: ვილი სანიოლი მეტ პატივისცემას ითხოვს

გურამ კაშია:

„დასანანია, რომ წავაგეთ. ძალიან რთული პირობები იყო სათამაშოდ. რთული დღე გვქონდა. ჩემი აზრით, თამაში არ უნდა დაგვეწყო, რადგან მინდვრის საფარი ხელს არ უწყობდა ფეხბურთელებს. გოლი გავუშვით და სწორედ მაგ მომენტში გადაწყვიტა მსაჯმა თამაშის შეჩერება. დიდხანს მოგვიწია ლოდინი, დავბრუნდით, თუმცა პირობები არ გაუმჯობესებულა.

ყოველთვის მეტს ველით და გვინდოდა, რომ ქულა მაინც აგვეღო. რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა და შეგვეძლო გოლის გატანა. მეტოქისგან განსხვავებით ვერ გამოვიყენეთ ჩვენი შანსები. სამწუხაროა, რომ ქულა მაინც ვერ ავიღეთ, თუმცა შემდეგი თამაშებისთვის პოზიტიურად უნდა განვეწყოთ და მაქსიმალური ქულები ავიღოთ“.

საქართველოს ყველაზე უცნაური მატჩი: მოგვიგო წვიმამ, გადადებამ, წნეხმა, შოტლანდიამ…

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იყო კომუნიკაციის ნაკლებობაა, არანაირი ახსნა, ფეხბურთელების აზრი არ გაითვალისწინეს: ვილი სანიოლი მეტ პატივისცემას ითხოვს

ახლა წვიმას დააბრალებენ… ესეც თქვენი კვარადონა