„სანტიაგო ბერნაბეუ“ ფეხბურთის საყურებლად საუკეთესო სტადიონად მიიჩნიეს. ბრიტანულმა ჟურნალმა FourFourTwo-მა 32 არენის სია შეადგინა და მხედველობაში მიიღო ესთეტიკური მიმზიდველობა, ატმოსფერო ტრიბუნებზე, ისტორია.
ტოპ 10-ში მოხვდნენ:
- „სანტიაგო ბერნაბეუ“ (მადრიდის „რეალის“ საშინაო არენა);
- „მარაკანა“ („ფლამენგო“, „ფლუმინენსე“, „ვასკო და გამა“);
- „სიგნალ იდუნა პარკი“ („ბორუსია“ დორტმუნდი);
- „ბომბონერა“ ანუ „ესტადიო ალბერტო ხაკინტო არმანდო“ („ბოკა ხუნიორსი“);
- „სან სირო“ („მილანი“, „ინტერი“);
- „კამპ ნოუ“ („ბარსელონა“);
- „მონუმენტალ ანტონიო ვესპუსიო ლიბერთი“ („რივერ პლეიტი“);
- „აცტეკა“ („კრუს ასული“, „ამერიკა“);
- „ტოტენჰემ ჰოთსპურ სტედიუმი“ („ტოტენჰემი“);
- „აიბროქსი“ („რეინჯერსი“).
„ბაიერნის“ „ალიანს არენა“ მე-11 პოზიციაზე მოხვდა, ინგლისის ნაკრების „უემბლი“ მე-12-ეა, „ლივერპულის“ „ენფილდმა“ მე-15 ადგილი დაიკავა, „იუვენტუსის“ „ალიანს სთედიუმმა“ – 28-ე.
GIPHY App Key not set. Please check settings