in

თავს ზევით ძალა არაა: ქაჯაია ლეგენდარულ კუბელთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი 27 წლის იაკობ ქაჯაია ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია.

ფინალურ შეხვედრაში წყალტუბოელი ფალავანი 38 წლის ლეგენდარულ კუბელ მოჭიდავეს, 3-გზის ოლიმპიურ და 5-გზის მსოფლიო ჩემპიონს მიხაინ ნუნეს ლოპესს დაუპირისპირდა და 0:5 დამარცხდა.

პირველ პერიოდში ქაჯაია მრისხანე მეტოქეს მედგრად ედგა, მაგრამ მსაჯმა მას პასიურობისთვის შემჩნევა მისცა და ქაჯაია ჩოგჯენში ჩააყენა. პარტერში ლოპესმა შეძლო ქართველი მოჭიდავის 2 ქულიანზე დატრიალება და პერიოდიც დამაჯერებლად მოიგო.

მეორე პერიოდში ლოპესი ისევ უფრო აქტიური იყო, პლუს ამას ქაჯაია ხალიჩიდან გაიყვანა და კიდევ ორი ქულა მოიპოვა.

საბოლოოდ, ნუნეს ლოპესი ისტორიაში შევიდა და გახდა პირველი მოჭიდავე, რომელიც 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონია. იაკობ ქაჯაიამ კი, საქართველოს დელეგაციას მეოთხე ვერცხლის მედალი შემატა.

იაკობ ქაჯაიამ ფინალამდე ფინელი, რუსი და ჩილელი მეტოქეები დაამარცხა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამოს 17 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა

გურამ გიორბელიძე გერმანიაში მიდის