ტულის „არსენალსა“ და ცსკა-ს (1:2) შორის რუსეთის თასის ¼ ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვრიბაში, მასპინძელი გუნდის მოთამაშეებსა და არმიელთა მწვრთნელებს შორის კონფლიქტი მოხდა.
„არსენალის“ ფეხბურთელები გია გრიგალავა და გურამ აჯოევი-უმცროსი ცსკა-ს მწვრთნელს დაემუქრნენ – იუწყება სიტუაციაში გარკვეული წყარო.
„ისინი დაპირდნენ, რომ „თავს გაუტეხავენ“ – ამბობს წყარო. კონფლიქტი მალევე ჩააცხრეს, ფეხბურთელები მწვრთნელებს მოაშორეს.
გრიგალავა ძირითადში იყო და ის 90-ე წუთზე შეცვალეს. აჯოევი თადარიგში დარჩა.
სპორტულმა იურისტმა არტიომ პაცევმა განმარტა, რა ზომები შეიძლება მიიღონ ფეხბურთელების მიმართ.
„თუ ეპიზოდს მართლაც ჰქონდა ადგილი, შესაძლებელია როგორც სპორტული სანქციები, ასევე ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაბამისი კვალიფიკაციით.
ფიზიკური ზემოქმედების მცდელობისთვის ან ფიზიკური ზემოქმედებისთვის (იმის მიხედვით ჰქონდა თუ არა ადგილი), შესაძლებელია ჯარიმა და/ან დისკვალიფიკაცია 3 მატჩიდან 2 წლამდე“, – ამბობს იურისტი პაცევი.
სხვათა შორის, სტაჟიან გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ კიდეც უფროსი გურამ აჯოევი, რომელიც საბჭოთა პერიოდში თბილისის „დინამოში“ თამაშობდა. ის „ნორჩი დინამოელის“ აღზრდილია და ფეხბურთის თამაში რუსთავში დაიწყო, საიდანაც ქუთაისის „ტორპედოში“ აღმოჩნდა. შემდეგ იყო მრავალი კლუბი, მათ შორის თბილისის „დინამო“.
GIPHY App Key not set. Please check settings