“ენფილდი” – სტადიონი, რომელიც მაგიის ტიპურ ნიმუშად მიიჩნევა.
პრინციპში, შეუძლებელია სალაზარ სლიზერინი და გოდრიკ გრიფინდორი ბობ პეისლისთან ერთად გადგომოდნენ ლივერპულის ნამიან ქუჩებს, მაგრამ ის, რაც 2 წლის წინ “ბარსელონას” წინააღმდეგ ვიხილეთ, მინიმუმ “ექსპელიარმუსის” ხარისხს იმსახურებს. 68-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია პრემიერლიგაში უკეთ ჟღერს, მაგრამ, საინტერესოა, როგორ?!
დოსტოევსკის ადამიანის შინაგან სამყაროში მოგზაურობით შეეძლო ურთულეს საკითხთა სადად გადაწყვეტა და ჩვენც “ენფილდის” შიდა სამზარეულოში უნდა ვიმოგზაუროთ, რათა მივუახლოვდეთ პირველ აბზაცში დასმულ შეკითხვას.
ყველა სხვა ფაქტთან ერთად ლუის სუარესმა ავტობიოგრაფიულ წიგნში საინტერესო მოვლენაზე გაამახვილა ყურადღება. სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამომავალი კარები არის მაღალი და ვიწრო, ხოლო მასპინძელთა კი დაბალი და განიერი, რათა “ლივერპულის” მოთამაშეებმა გამოსვლისას თავი დახარონ და მოწინააღმდეგეს შეუქმნან განცდა, რომ მათ წინააღმდეგ 11 გოლიათი გამოდის საპაექროდ. საინტერესო ტაქტიკური სვლაა, თანაც ამას ემატება 55 000 ექსტაზში მყოფი ადამიანის მიერ შესრულებული “you will never walk alone”…
ძნელია თქმა, რომ კონკრეტულად ამა თუ იმ მიზეზის გამოა “ ენფილდი” ერთ-ერთი ურთულესი სტადიონი მსოფლიოში, მაგრამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალთა სინთეზი, რომ ძლევამოსილ ერთიანობას გვაძლევს, ფაქტია.
GIPHY App Key not set. Please check settings