in

ზურიკო ძირითადს დაუბრუნდა, გოლში მონაწილეობა მიიღო და ბორდომაც მოიგო

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „გენგამს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 1:0.

თუ გახსოვთ ქართველი შემტევი ბოლო ორი მატჩი ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა და შეცვლაზე შედიოდა, ახლა კი საასტარტოს დაუბრუნდა და 85 წუთზე დატოვა მოედანი. ზურიკო, როგორც სჩვევია, მონდომებული იყო და აქტიურობდა.

გოლი მე-40 წუთზე გავიდა: მეკარესთან პირისპირ გასულმა დავითაშვილმა ვიზავის ვერ აჯობა, გადმოვარდნილი ბურთი ლივოლანმა დაარტყა და მეკარემ ფეხით მოიგერია, დამატებაზე კი ვიპოტნიკმა შეაგდო.

ბორდო – გენგამი 1:0
გოლი: ვიპოტნიკი (40)

26 ტურის შემდეგ „ბორდომ“ 35 ქულა დააგროვა და მე-13 ადგილზე ავიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ პლეი-ოფის ზონას მხოლოდ 5 ქულა აშორებს. „ბორდო“ 2 მარტს სტუმრად „როდეზს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი ამერიკაში პირველი კაცი გახდა: ლეო ყველაზე პოპულარულია და შესანიშნავ შვიდეულს აჯობა

ჩაკვეტაძეს შეცვლაზე შესვლა მოუწია, უოტფორდმა შინ წააგო