საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-11 ტურში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ანსისთან“ განადგურდა – 0:4. ეს ალბათ იმიტომ, რომ უკვე მე-13 წუთზე კაცი გაუგდეს და გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 74-ე წუთზე გაიყვანეს.
ანსი – სენტ ეტიენი 4:0
გოლები: 1:0 ლაროზი (6), 2:0 პარიზი (67), 3:0 ტურე (71), 4:0 რამბო (90+1)
გაძევება: მილადინოვიჩი (13, სენტ ეტიენი)
„სენტ ეტიენმა“ ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა, 20 ქულით მე-4 ადგილზეა და 28 ოქტომბერს „პოს“ უმასპინძლებს.



GIPHY App Key not set. Please check settings