in

ზურიკო შესაძლოა ზამთარში 20 მილიონად წავიდეს

თურქული aspor წერს, რომ “ბეშიქთაში” საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენის” 24 წლის ზურიკო დავითაშვილის შეძენით კვლავ სერიოზულადაა დაინტერესებული.

სტამბოლელები ჩვენებურის დამატების მზაობას ზაფხულშიც გამოთქვამდნენ, მაგრამ მაშინ ფრანგულმა მხარემ ტრანსფერი დაბლოკა, თუმცა ახლა სიტუაცია შეიცვალა და შესაძლოა, გარიგება ამ ზამთარს შედგეს.

“სენტ ეტიენის” მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰორნელანდმა, განაცხადა, რომ თუ ზურიკოს წასვლა სურს, ისინი შეთავაზებებს განიხილავენ. წყარო აღნიშნავს იმასაც, რომ ფრანგული მხარე ქართველის სანაცვლოდ მინიმუმ 20 მილიონ ევროს ელის.

დავითაშვილმა ამ სეზონში “სენტ ეტიენის” 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა. მან ჯამში მოედანზე 802 წუთი გაატარა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ვგრძნობ წინ კიდევ ბევრი კარგი მელის

ტოტენჰემი მიქაუტაძეში 50 მილიონს იხდის