ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის მე-7 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ბუნებრივია სიმბოლურ გუნდშიც მოხვდა. ასეთია ორი ანალიტიკური პორტალის, whoscored-ისა და Sofascore-ის შეფასება.
მოგეხსენებათ, „სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ 3:1 დაამარცხა და სამივე გოლი ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა. მან უმაღლესი შეფასებები მიიღო –Whoscored-მა საერთოდ 10 ქულა დაუწერა, Sofascore-მა კი 9.4.
ფრანგულ ჩემპიონატში დავითაშვილმა 7 მატჩი ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც მიამატა.
GIPHY App Key not set. Please check settings