in

ზურიკო სულ ბოლოს შეცვალეს, სენტ ეტიენმა ახალი მწვრთნელით მოიგო

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ლიგა 2-ის 22-ე ტურში „მონპელიეს“ უმასპინძლა და ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მოიგო – 1:0.

ქართველის გუნდმა პირველად ითამაშა ფილიპ მონტანიეს ხელმძღვანელობით, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერიკ ჰორნელანდი შეცვალა.

ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა, წამატებულ დროში ტრავმის გამო შეცვალეს და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც მიიღო.

შეფასებები: Flashscore – 7.4, Sofascore – 7.0.

სენტ ეტიენი – მონპელიე 1:0
გოლი: ლე კარდინალი (77)

„სენტ ეტიენი“ 37 ქულით მე-4 ადგილზეა, ლიდერ „ტრუას“ 4 ქულით ჩამორჩება და 14 თებერვალს „გენგამს“ ეთამაშება გასვლაზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ფინალში გავიდა: მეხუთეზე ვართ, მედლების საკითხი დღეს გაირკვევა

კვერნაძემ საგოლე პასი გააკეთა, ფროზინონემ ლიდერების მატჩი წააგო