საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ველოდებით, რომ ბევრი ჩვენიანი უკეთესი კლუბში აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ზურიკო დავითაშვილმა საკმარისად ვერ ითამაშა, მაგრამ ჩეხეთთან ძირითადში იყო, აქტიურობდა და თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ ბევრს დაანახა.
გუშინ უკვე ვწერდით, რომ ზურიკოს მიმართ ინტერესი ტრადიციულმა ფრანგულმა კლუბმა „სენტ ეტიენმა“ გამოთქვა, რომელიც ლიგა 1-ში დაბრუნდა. ახლა კი იტალიური პრესა წერს, რომ სერია ა-ში შესაძლოა კიდევ ერთი „კვარაცხელია“ გამოჩნდეს. დავითაშვილის სახელს უკავშირებენ სამ იტალიურ გუნდს. ესენი გახლავთ „ვენეცია”, “კომო” და “ჯენოა”.
ზურიკო ლიგა 1-ში გადასულ გუნდს უნდა
ფეხბურთელის წარმომადგენლები იტალიაში ჩასვლას გეგმავენ და მოლაპარაკებებს გამართავენ.
GIPHY App Key not set. Please check settings