in

ზურიკო რენს უნდა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი „რენი“ ზურიკო დავითაშვილის დამატებას განიხილავს, — „სენტ-ეტიენის“ ქართველ თავდამსხმელზე ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი ავრცელებს.

„გასულ სეზონში „რენი“ ცხრილის შუაში აღმოჩნდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობისთვის იმედგაცრუების საფუძველი გახდა. თუმცა ახალი სეზონისთვის გუნდი მნიშვნელოვნად განახლდება. რამდენიმე მოთამაშეს გაუშვებენ, რადგან ბრეტონულ კლუბში არაერთი ფეხბურთელია, რომელიც სათამაშო წუთებს ვერ იღებს.

ამასთან ერთად, კლუბის ახალი სპორტული დირექტორი ლოიკ დეზირე რამდენიმე ფეხბურთელების დამატებაზე მუშაობს. ცნობილია, რომ „რენი“ გარემარბის შეძენას ცდილობს, ხოლო ერთ-ერთ სამიზნედ ზურიკო დავითაშვილი შეირჩა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ფეხბურთელი სეზონის განმავლობაში სტაბილურობით არ გამოირჩეოდა, წელი მაინც შედეგიანად დაასრულა — ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ შეხვედრებში მან 17 გოლში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

„სენტ-ეტიენმა“ გასული სეზონი ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე დაასრულა და ლიგა 2-ში დაქვეითდა. თუმცა კლუბის მყარი ფინანსური მდგომარეობა იმას ნიშნავს, რომ, სხვა გავარდნილი გუნდებისგან განსხვავებით, მათ არ მოუწევთ მოთამაშეების იძულებით გაყიდვა.

გავრცელებული ინფორმაციით, დავითაშვილით თურქული კლუბებიც ინტერესდებიან, თუმცა ამ ეტაპზე „სენტ-ეტიენს“ კონკრეტული წინადადება მიუღია“, – წერს გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ საუკეთესოები ვართ: საქართველო მსოფლიო ჩემპიონია

Adiós, Gracias: ქოჩორა ლევანტეს პოსტით დაემშვიდობა