თურქული პრესის ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისა და “სენტ ეტიენს” 24 წლის შემტევი ზურიკო დავითაშვილი ახალ კლუბში ვიხილოთ.
“ბეშიქთაშს” ჩვენებურის დამატება ძალიან სურს და ფრანგულ გუნდს გაუმჯობესებული შეთავაზებით მიმართა. ჩვენი თურქი კოლეგები წერენ, რომ დიდია ალბათობა, გაზრდილმა ფინანსურმა მხარემ დადებითი შედეგი გამოიღოს.
ინფორმაციისთვის, თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 12 სექტემბერს იხურება. შეხსენებისთვის, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში “სენტ ეტიენის” რიგებში საფრანგეთის ლიგა 2-ის 4 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება “ბეშიქთაშს”, კლუბმა ევროსაგზური ვერ მოიპოვა და ამის გამო ახლახანს მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სოლსკიაერი გაათავისუფლა. თურქეთის ჩემპიონატის დაწყებიდან 4 ტურია გასული, თუმცა თავად “ბეშიქთაშს” 2 მატჩი აქვს გამართული და 3 ქულით მე-11 პოზიციაზეა.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings