in

ზურიკო მომავალ სეზონში კვლავ სენტ ეტიენში იქნება?

Peuple Vert-ის ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითებული “სენტ ეტიენი” გუნდის ორი ლიდერის ზურიკო დავითაშვილისა და ლუკას სტასენის გასხვისებას არ აპირებს.

წყარო წერს, რომ მას შემდეგ რაც გუნდი კანადურმა Kilmer Sports-მა შეიძინა, “სენტ ეტიენს” ფინანსური პრობლემები არ აქვს და უფრო მეტიც, გუნდი მომავალი სეზონისთვის აქტიურად ძლიერდება.

ინფორმაციისთვის, დავითაშვილის ტრანსფერის ინტერესზე რამდენიმე ფრანგულ და თურქულ კლუბზე დაიწერა. სტასენის დამატება კი საფრანგეთის ლიგა 1-ის ორ გუნდს “ლილსა” და “პარიზს” უნდა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგა ბითაძე შესაძლოა ატლანტაში გადავიდეს

ლოჩოშვილი და წიტაიშვილი ძირითადში, აბუაშვილის დებიუტი შეცვლაზე