ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის ბოლო ტურში „სენტ ეტიენისა“ „ლილის“ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მე-4 ტურში ქართველის გუნდმა საშინაო შეხვედრა ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთ ლიდერთან 1:0 მოიგო. მე-6 წუთზე გოლი ქართველის ეფექტური თამაშის და ასისტის შედეგად გავიდა.
Whoscored-მა დავითაშვილს 8.1 ქულა დაუწერა, ხოლო flashscore-მ – 7.9 ქულა და ორივემ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ზურიკო დავითაშვილი “ეკიპმა” ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
სიმბოლურში აგრეთვე ზურიკოს თანაგუნდელები, იუნის აბდელჰამიდი და კაფარო მოხვდნენ, ტურის საუკეთესო მწვრთნელად კი “სენტ-ეტიენის” თავკაცი ოლივიე დალ’ოლიო დაასახელეს.
“სენტ-ეტიენი” 20 სექტემბერს სტუმრად “ნიცას” დაუპირისპირდება.
GIPHY App Key not set. Please check settings