„ბორდოს“ ქართველი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის მაისის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
საუკეთესო ფეხბურთელს გულშემატკივრები ირჩევენ. სულ სამი ნომინანტი იყო: „დიჟონის“ თავდამსხმელი ლუმ ჩაუნა, „ლავალის“ განელი შემტევი დემბო სილა და ჩვენიანი.
გამოკითხვაში დავითაშვილი თავიდანვე ლიდერობდა და საბოლოოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“) – 53.0%
დემბო სილა („ლავალი“) – 29.8 %
ლუმ ჩაუნა („დიჟონი“) – 17.2%
ზურიკომ მაისში „ბორდოს“ შემადგენლობაში 2 გოლი გაიტანა, ერთი საგოლე პასიც გააკეთა, ორ მოგებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და სამჯერ ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ამასობაში გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს.
„მეცის“ ქართველ თავდამსხმელს კუთვნილი პრიზი ჩემპიონატის ბოლო, 38-ე ტურში „ბასტიასთან“ მატჩის დაწყებამდე, საფრანგეთის პროფლიგის წარმომადგენელმა სტადიონზე გადასცა.
გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა და 23 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირიც.
GIPHY App Key not set. Please check settings