ზურიკო დავითაშვილი კიდევ ერთხელ აღიარეს: ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ზურიკო დიდებულ ფორმაშია. წუხელ „ლიონთან“ კი წააგო, მაგრამ ორივე გუნდში საუკეთესო იყო. ოქტომბერი კი მართლაც გამორჩეული ჰქონდა – ლიგა 1-ის 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა (ჰეთ-თრიკი და დუბლი) და დამსახურებულად გახდა თვის საუკეთესო ფეხბურთელი.
გარდა ამისა, შეგახსენებთ, მისი პირველი გოლი „ოსერთან“ თვის გოლად აღიარეს.
ზურიკოს გოლი ოქტომბერში საუკეთესოდ აღიარეს
GIPHY App Key not set. Please check settings