ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ლიგა 1-ის 21-ე ტურში, ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ „რენს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა წააგო – 0:2.
დავითაშვილი გამორჩეული იყო, შეტევების გამწვავებას ცდილობდა, მცველებს აწუხებდა, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია.
მეორე ტაიმში დავითაშვილი მეურვეს გაექცა, ცენტრისკენ შეიწია, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
ზურიკო 85-ე წუთზე შეცვალეს და მისი თამაში ასე შეაფასეს: sofascore – 6.8, flashscore – 6.7, whoscored – 6.4.

სენტ – ეტიენი – რენი 0:2
გოლები: 0:1 კალიმუენდო (15), 0:2 ნაგიდა (84)
21 ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად „მარსელს“ შეხვდება.

GIPHY App Key not set. Please check settings