in

ზურიკოს საგოლე პასი, საუკეთესო თავის გუნდში და გადარჩენილი ქულა

ლიგაში დარჩენისთვი მებრძლმა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ ევროთასებზე გასვლის შანსის მქონე „ბრესტს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში ქულა აიღო – 3:3.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და ბილომდე ითამაშა, თანაც კარგად. ზურიკომ საუკეთესო შეფასება მიიღო თავის გუნდში და მეორე საუკეთესო ორივე გუნდში.

ჩვენიანის ანგარიშზე საგოლე პასია. 34-ე წუთზე მის ჩაწოდებულ კუთხურს მოყვა გოლი.

სამწუხაროდ, წამატებულ დროში ქართველის თავური ხარიხას მოხვდა.

შეფასებები: whoscored – 8.2, sofascore – 7.7, flashscore – 7.7.

ზურიკოს ანგარიშზე 28 მატჩში 7 გოლი და 7 საგოლე პასია.

სენტ-ეტიენი – ბრესტი 3:3
გოლები: 0:1 აჟორკი (6), 1:1 სტასენი (16), 1:2 სიმა (25), 2:2 კრდონა (34), 2:3 აჟორკი (37), 3:3 კარდონა (80)

29 თამაშის შემდეგ „სენტ ეტიენს“ 24 ქულა აქვს და მე-17, ანუ ბოლოდან მეორე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი ევროარენაზე გასვლისთვის მებრძოლ „ლიონთან“ უწევს შინ, 20 აპრილს. მოკლედ, ველოდებით კიდევ ერთ ქართულ დუელს საფრანგეთში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კიტეიშვილის სუპერმატჩი: ქართველის დუბლით შტურმმა კონკურენტს მოუგო

შერმადინის 10 ქულა რეალთან