in

ზურიკოს პასით გაიტანეს, მაგრამ… სენტ ეტიენმა პირველი წააგო

საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი მატჩი ითამაშა ზურიკო დავითაშვილმა. მისი “სენტ ეტიენი” სტუმრად ფრანგული ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს “მონაკოს” შეხვდა და 0:1 დამარცხდა.

ჩვენიანი ძირითადში იყო, მარჯვენა ფლანგზე და ბოლომდე ითამაშა.
მეორე ტაიმში მისი მონაწილეობით ერთ მომენტს შეეძლო ყველაფერი შეეცვალა.
72-ე წუთზე ზურიკო ფლანგზე გაიჭრა და შესანიშნავი პასით სისოკოს გაატანინა, მაგრამ ვიდეორეფერიმ რაღაც მილიმეტრებში დააფიქსირა თამაშგარე მდგომარეობა.

ზურიკოს შეფასებებია: Flashscore.com – 6.4; Sofascore.com – 6.4; Whoscored.com – 6.3.

მონაკო – სენტ-ეტიენი 1:0
გოლი: მინამინო (28)

„სენტ-ეტიენი“ 24 აგვისტოს „ჰავრს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ისევ MVP გახდა: პასი და მეორე მოგება

კიტემ გაიტანა და საუკეთესოც იყო: შტურმმა სტუმრად მოიგო