in

ზურიკოს ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელი ჯილდო მისცეს: სენტ-ეტიენმა აუტსაიდერს მოუგო

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ ჩემპიონატის აუტსაიდერს, „მონპელიეს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მოიგო – 1:0.

ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ შეხვედრის დაწყებამდე ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო.

ზურიკო ძირითად შემადგენლობაში იყო და მიწურულს, 87 წუთზე შეცვალეს. ერთხელ საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ პირისპირ გასულს გატანა მეკარე არ დაანება.
დავითაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასებები კი ასეთია: sofascore – 6.5, whoscored – 6.4, flashscore – 6.2.

სენტ-ეტიენი – მონპელიე 1:0
გოლი: ბუშუარი (47)

„სენტ-ეტიენი“ 12 ტურის შემდეგ 13 ქულით მე-13 პოზიციაზე დაწინაურდა.
30 ნოემბერს გასვლაზე „რენს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძეს ცოტა დრო ერგო, ლიონმა ქულა აიღო