ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ლიგა 2-ის მე-7 ტურის გადადებული შეხვედრა „კანთან“ გამართა და, დიდი უპირატესობის მიუხედავად, მხოლოდ ქულა მოიპოვა – 1:1.
ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა.
„ბორდომ“ ანგარიში 34-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი ზურიკომ გაიტანა. ჩვენიანმა საჯარიმოს ხაზთან გრძელი ჩაკიდებული პასი მცველებს შორის მიიღო, მეკარე მოატყუა და კუთხიდან ბურთი ცარიელ კარში შეაგორა.
ეს დავითაშვილისთვის ამ სეზონში პირველი გოლია.
ორ წუთში ზურიკოს დუბლის შესრულებაც შეეძლო, ახლო მანძილიდან დაარტყა, მაგრამ მიზანს ააცილა.
დავითაშვილის შეფასებები საკმაოდ მაღალია: Flashscore.com-მა 7.7 დაუწერა, Whoscored.com-მა კი – 7,4.
ბორდო – კანი 1:1
გოლები: 0:1 მენდი (15), 1:1 დავითაშვილი (34)
9 ტურის შემდეგ „ბორდო“ 11 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა.
ერთი მატჩი გაიმართა ლა ლიგა 2-შიც. გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ „ვილიარეალ B-ს“ უმასპინძლა – 1:1. ქართველი ნახევარმცველი ორმატჩიანი პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა და 82-ე წუთზე შეცვალეს.
ქოჩორაშვილის თამაში 6.8-ად შეაფასეს.
„ლევანტე“ 9 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-4 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings