in

ზურიკოს კარგი გოლი, მაგრამ მაინც წაგება და დამძიმებული ვითარება

ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ლიგა 1-ის 31-ე ტურში სტუმრად ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის მსურველ „სტრასბურგს“ ეთამაშა და წააგო – 1:3.

ქართველი შემტევი ძირითადში იყო და სრულად ითამაშა. მე-19 წუთზე დავითაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. ჩვენიანი საჯარიმოში შეიჭრა, მაღალი ჩაკიდებული ბურთი მცველთან ბრძოლაში დაიმორჩილა, მეურვეს გასცდა, მერე მეორეც მოიშორა და საპირისპირო კუთხეში ზუსტად დაარტყა. კარგი იყო.

სამწუხაროდ, გადარჩენისთვის მებრძოლ „სენტ ეტიენს“ ეს არ ეყო და მეორე ნახევარში ორი გოლი გაუშვა.

ზურიკოს შეფასებები: sofascore – 7.8, whoscored – 7.6, flashscore – 7.5.

ქართველ ფეხბურთელს ჩემპიონატში 8 გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა.

სტრასბურგი – სენტ-ეტიენი 3:1
გოლები: 1:0 მორეირა (7), 1:1 დავითაშვილი (19), 2:1 ემეგა (63), 3:1 ბაკვა (83)

ახლა, ჩემპიონატის დასრულებამდე სულ რაღაც სამი ტურით ადრე, ზურიკოს გუნდს 27 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრა კი არანაკლებ რთული აქვს, ასევე ლიდერთა წარმომადგენელ და ლიგაზე გასვლის პრეტენდენტ „მონაკოსთან“, შინ, 3 მაისს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წაუგებლად არ გამოვიდა: პსჟ პირველად დამარცხდა, კვარამ სრულად და კარგად ითამაშა

ლევანტემ წააგო, ჯერ მაინც მეორეზეა, ქოჩორამ სრულად ითამაშა