ზურიკო დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესო გოლად მიიჩნიეს.
მე-7 ტურში, „სენტ ეტიენმა“ შინ “ოსერი” მიიღო და 3:1 მოუგო. სამივე გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. საუკეთესოდ კი მისი პირველი გოლი დაასახელეს.
„სენტ ეტიენმა“ შეტევა საკუთარი საჯარიმოდან წამოიწყო, ბურთი თანდათან ამოიტანა, მარცხენა ფლანგზე ზურიკოს მიაწოდეს, მან პარტნიორს კედელი გაუთამაშა და წინ დაიძრა. საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა, ბურთი ცენტრისკენ წაიღო და პენალტის ნიშნულთან არმისულმა პირდაპირ ცხრიანში ჩაჭედა.
დავითაშვილის ანგარიშზე 5 გოლი და 2 საგოლე ოასია. ის გასული თვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი.
GIPHY App Key not set. Please check settings