ევროპაში კიდევ ერთი ჩვენიანი ხმაურობს. ახლახან „ბორდოში“ გადასულმა ზურიკო დავითაშვილმა ტრადიციულ ფრანგულ გუნდში პირველი მატჩი ითამაშა და თან როგორ: 3 ქულა სწორედ მან მოუტანა გუნდს.
ლიგა 2-ის მე-9 ტურის მატჩში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო.
მასპინძლები მალევე, მე-8 წუთზე დაწინაურდნენ, მეტოქემ ანგარიში 71-ე წუთზე გაქვითა და შეხვედრა ფრისკენ მიდიოდა, მაგრამ „ბორდო“ ბოლო ძალებით მიაწვია მეტოქეს, 87-ე წუთზე კი დავითაშვილმა გამარჯვების შეაგდო – საჯარიმოსკენ მარჯვენა ფლანგიდან სისწრაფით დაიძრა და დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან ძლიერი დარტყმით თავისი პირველი ფრანგული გოლი გაიტანა.
ზურიკომ ძირითადში იყო, დაღლილობის მიუხედავად მოედანი არ დატოვა და მატჩი სრულად ჩაამთავრა.
შეგახსენებთ, თავიდან დავითაშვილს სამუშაო ვიზასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეექმნა და თამაშის უფლება კონტრაქტის გაფორმებიდან ორი კვირის შემდეგ მიიღო.
ბორდო. „მატმიუტ ატლანტიკი“
ბორდო – დიჟონი 2:1
გოლები: 1:0 მაია (8, პენ), 1:1 ლე ბიჰანი (71), 2:1 დავითაშვილი (87)
„ბორდოს“ 17 ქულა აქვს და ლიგა 2-ის ლიდერია.
GIPHY App Key not set. Please check settings