საფრანგეთის ლიგა 2-ში გრძელდება დიდი ბრძოლები ლიგა 1-ში გადასასვლელად. ამ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტები არიან გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ და ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“.
მიქაუტაძის „მეცმა“ 30-ე ტურის შეხვედრაში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – სტუმრად „პოსთან“ 1:1.
ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და თითქმის სრულად ითამაშა, ის 89-ე წუთზე შეცვალეს. სამწუხაროდ, ჩვენიანმა ამჯერად გოლი ვერ შეაგდო.
ანგარიში „მეცმა“ გახსნა მეორე ტაიმში, თუმცა მე-80 წუთზე გაუშვა და ქულას დასჯერდა.
ამით ისარგებლა და კონკურენტს დაუსხლტა ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელმაც „ბასტია“ მიიღო და 2:0 მოუგო.
დავითაშვილი, ისევე როგორც წინა ტურში, სათადარიგოებში იყო და მოედანზე 71-ე წუთზე შევიდა, როდესაც ჟირონდელებს უკვე გატანილი ჰქონდათ გოლები.
30-ე ტურის შემდეგ „ბორდოს“ 56 ქულა აქვს და მე-2 ადგილზეა. „მეცს“ კი 52 ქულა დაუგროვდა („სოშოს“ მსგავსად) და მე-3-4 ადგილებზეა.
საინტერესო და უმნიშვნელოვანესია მომდევნო ტურის შეხვედრა – 15 აპრილს „მეცი“ შინ „ბორდოს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings