გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ ბოლო შეხვედრებია ქულებს კარგავს. გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი დაასრულა ფრედ, ისე კი ბოლო 5 თამაშიდან 4 ფრე აქვს და 1 მოგება. არადა, გუნდს რეალური შანსი აქვს ლიგა 1-ში დაწინაურდეს, უბრალოდ ასე ქულების განიავებით ეს საქმე ვერ გამოვა.
24-ე ტურის შეხვედრაში „მეცი“ სტუმრად გასავრდნ ზონაშ მყოფ „დიჟონს“ შეხვდა და 0:0 ითამაშა.
მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაშივიყო და 78-ე წუთზე შეცვალეს.
„მეცს“ 24 ტურის შემდეგ 38 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ის დიდად არ ჩამორჩება წინ მყოფებს – „სოშოს“ (41) და ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ (42). აი ლიდერი „ ლე ავრი“ კი წინ გაიჭრა 51 ქულით.
მომდევნო შეხვედრა „მეცს“ შინ აქვს კიდევ ერთ აუტსაიდერ „ნიმთან“.
სამაგიეროდ მოიგო ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „პარიზთან“ საშინაო შეხვედრა 2:1 და ცხრილში მე-2 ადგილზე ავიდა.
ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. „ბორდომ“ ერთ-ერთი პირველი სახიფათო მომენტი სწორედ დავითაშვილის შეტევით შექმნა, მაგრამ მე-15 წუთზე მისი დარტყმა მცველმა დაბლოკა.
24 ტურის შემდეგ „ბორდოს“ 42 ქულა აქვს, მომდევნო შეხვედრას კი „ამიენთან“ ჩაატარებს გასვლაზე.
GIPHY App Key not set. Please check settings