in

ზურიკოს ბორდომ აუტსაიდერთან წააგო, ლორია დაშავდა, ქვილითაია დაბრუნდა – ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“, რომელიც ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის, სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ „ნიორთან“ მოულოდნელად დამარცხდა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა – 1:3.
დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო, ის 68 წუთზე შეცვალეს.
23 ტურის შემდეგ „ბორდო“ 39 ქულით მე-3 ადგილზეა, მას „სოშომ“ გადაასწრო.
ტურის შეხვედრას გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ შინ „კაენთან“ ხვალ გამართავს და თუ მოიგო ქულებით „ბორდოს“ გაუთანაბრდება.

გიორგი ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა. მისმა „აპოელმა“ სტუმრად „პარალიმნის “ 2:1 მოუგო.
„აპოელში“ ჩვენებისგან ისევ მარტო ქვილითაიამ ითამაშა, ლაშა დვალი და მურთაზ დაუშვილი განაცხადში იყვნენ.
ქვილითაიაც შეცვლაზე შევიდა. გიორგი წინა ტურში მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, მაგრამ ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და სულ რამდენიმე დღე დაისვენა.
23-ე ტურის შემდეგ „აპოელი“ 52 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ლარნაკას აეკ-ს 2 ქულით ჩამორჩება.

სამწუხაროდ, კვიპროსში დაშავდა საქართელოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია.
„ანორთოსისის“ კარის დარაჯმა „ნეა სალამინასთან“ შეხვედრის 78-ე წუთზე მიიღო დაზიანება. საჯარიმოს შესრულებისას გიორგი კარიდან გამოვიდა და მოგერიებას ცდილობდა, როდესაც მოედანზე დაეცა.
ჯერ არ არის ცნობილი, ზუსტად რა სახის პრობლემა აქვს ლორიას, თუმცა ჩვენს მეკარეს გარკვეული დროით დასვენება უეჭველი მოუწევს.

პოზნანის „ლეხის“ ქართველებს პოლონეთის ჩემპიონატის მორიგ ტურშიც არ უთამაშიათ.
„ლეხი“ მე-20 ტურში პლოცკში „ვისლას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი განაცხადში იყვნენ.
ახალი წლის შემდეგ „ლეხმა“ ჩემპიონატში 4 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა მოედანზე ნიკა კვეკვესკირი, წიტაიშვილს კი ჯერ შანსი არ მისცემია.
„ლეხი“ 20 ტურის შემდეგ, 36 ქულით მე-3 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი მსოფლიო ჩემპიონია: 5-დან 5 – სამეფო კლუბში ტროფეები ციდან ცვივა

Buon Compleanno a Khvicha – ნაპოლიმ ხვიჩას დაბადების დღე მიულოცა: მიულოცავს თუ არა კვარა საკუთარ თავს