ზურიკო დავითაშვილზე ალბათ ყველაზე მეტი იწერება, რომ უკვე ამ ზამთარს დატოვებს „სენტ ეტიენს“ და უკეთეს გუნდში გადავა. ბოლოს საერთოდ ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი „ბენფიკაც“ კი ითქვა, მანამდე კი ყველაზე მეტად თურქული კლუბები აქტიურობდნენ.
ახლა კი ირკვევა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ სეზონის ბოლომდე დარჩება და გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმარება. მიზანი კი ლიგა 1-ში დაბრუნებაა.
“მონაკო”, “ბენფიკა”, “ლილი”, “ბეშიქთაში”, “ევერტონი”, “ოლიმპიაკოსი”… 24 წლის ქართველი ფეხბურთელის გადაბირების მსურველთა სია ასე გამოიყურებ(ოდ)ა…



GIPHY App Key not set. Please check settings