in

ზურიკომ საგოლე პასი გააკეთა და სენტ ეტიენს მოგებაში დაეხმარა

ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა“ შინ „ნანსი“ დაამარცხა – 2:1. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 27-ე წუთზე ანგარიში სწორედ მისი გადაცემით გაიხსნა – მარცხენა ფლანგზე საკუთარი მოედნიდან დრიბლინგით დაიძრა და ზუსტი პასით თანაგუნდელი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა.

ეს დავითაშვილისთვის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემაა, მის ანგარიშზე ასევე 6 გოლია, 13 მატჩში.

ზურიკომ შეუცვლელად ითამაშა.
შეფასებები: flashscore – 7.4, sofascore – 6.5.

სენტ ეტიენი – ნანსი 2:1
გოლები: 1:0 კარდონა (27), 2:0 ტარდიე (50, პენ), 2:1 ბოკანგუ (57, პენ)

„სენტ ეტიენი“ 29 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ “ტრუას” 2 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს თასის 1/64-ფინალში ქვედალიგურ „ეკოტაისთან“ ჩაატარებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩამ მაგარი საგოლე პასი გააკეთა, პსჟ-მ მოიგო

ბარსა თორნიკეს ნაკრებში გამოუშვებს