ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ გასვლაზე კონკურენტ და ბოლოადგილოსან „მონპელიეს“ შეხვდა და საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა: თამაში მე-60 წუთზე შეწყდა. მიზეზი ტრიბუნებზე უკმაყოფილო მაყურებლის მიერ მოწყობილი არეულობაა.
„სენტ-ეტიენი“ 2:0-ს იგებდა. მეორე გოლი ზურიკოს პასის შემდეგ გავიდა.
ამ დროს სტუმრები უკვე კაცნაკლულები იყვნენ და ამან კიდევ უფრო გაამწარა ადგილობრივი ფანობა და ეს ისე გამოხატეს, რომ მატჩი ვეღარ გაგრძელდა – პიროტექნიკა ისროლეს, შემდეგ სკამებიც დაამტვრიეს.
დავითაშვილის ანგარიშზე კი მიმდინარე ტურნირზე 25 მატჩში 7 გოლი და 5 საგოლე პასია.
ზურიკო მე-7 წუთზე გააფრთხილეს.
მონპელიე – სენტ-ეტიენი 0:2 – შეწყდა
გოლები: 0:1 სტასენი (11), 0:2 სტასენი (53)
გაძევება: ბერნო (45, სენტ-ეტიენი)
GIPHY App Key not set. Please check settings