ლიგა 1-ის მე-17 ტურში, ზურიკო დავითაშვილმა პარიზში პსჟ-ს გაუტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ლამაზად, მოხდენილად და ზუსტად შეასრულა ჯარიმა, რომელიც საჯარიმოს მისადგომებთან დაინიშნა და ბურთი მეკარისგან დაბალ კუთხეში გაგზავნა.
პსჟ-მა „სენტ-ეტიენი” 2:1 დაამარცხა, ჩვენიანი კი 87-ე წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილის შეფასებებია: Whoscored – 7.5, sofascore – 7.4, flashscore – 7.3.
ზურიკომ მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა, პლუს 2 საგოლე პასი.
დავითაშვილმა მატჩის დაწყებისთანავე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, ორ მცველს გაცდა და კარში დაარტყა, მაგრამ ოდნავ ააცილა.
ზურიკოს მერეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილს მცველმა შეუშალა ხელი.
პსჟ – სენტ ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დემბელე (13), 2:0 დემბელე (23), 2:1 დავითაშვილი (64)
„სენტ-ეტიენი“ 16 ქულით მე-16 ადგილზეა და 19 იანვარს „ნანტს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings