ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ლანსს“ შეხვდა და წააგო – 0:1.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
პირველი ნახევრის სულ ბოლოს, 45+5-ე წუთზე დავითაშვილმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ მის თანაგუნდელს მეკარემ აუღო.
მანამდე ზურიკოს ორი მომენტი ჰქონდა.
შეფასებები: sofascore – 6.7, whoscored – 6.3, flashscore – 6.2.

ლანსი – სენტ ეტიენი 1:0
გოლი: კოიალიპუ (75)
გამოუყენებელი პენალტი: კარდონა (45+4, სენტ-ეტიენი)
28 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენი“ 23 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე დგას. 14 აპრილს „ბრესტს“ უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ „სენტ ეტიენს“ “მონპელიესთან” ჩაშლილი მატჩის გამო 3 ქულა დაემატა.
GIPHY App Key not set. Please check settings