in

ზურიკომ ისევ გაიტანა

ზურიკო დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა, თუმცა მისი „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ის გასვლით შეხვედრაში „რედ სტართან“ დამარცხდა – 1:2.

ქართველმა შემტევმა 72-ე წუთზე ჯარიმიდან ლამაზი გოლი გაიტანა და ანგარიში შეამცირა.

ზურიკომ სრულად ითამაშა.
შეფასებები: sofascore – 7.5, flashscore – 6.5

რედ სტარი – სენტ ეტიენი 2:1
გოლები: 1:0 დიურანი (1), 2:0 დიურანი (31), 2:1 დავითაშვილი (72)
გამოუყენებელი პენალტი: ხაუი (36, რედ სტარი)

13 ტურის შემდეგ „სენტ ეტიენი“ ამ მომენტისთვის 23 ქულით მე-3 ადგილზეა და 8 ნოემბერს „ტრუას“ ესტუმრება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას მშრალი მატჩი, სუპერსეივი და ლივერპულის გამარჯვება

სანდროს 11 ქულა, გოგას 15 ქულა და ორივეს გამარჯვება