ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში „ბულონს“ ესტუმრა და ქართველის გოლით გაიმარჯვა – 1:0.
ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის ბოლოს, 89-ე წუთზე შეცვალეს.
დავითაშვილმა გადამწყვეტი გოლი 74-ე წუთზე გაიტანა, ფლანგიდნ საჯარიმოში შესულმა მცველებს აჯობა და შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
შეფასება – 7.4.
ზურიკომ ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა, „სენტ ეტიენმა“ კი 7 ქულა დააგროვა და დამატებითი მაჩვენებლით გათამაშების ლიდერია.

ბულონი – სენტ ეტიენი 0:1
გოლი: დავითაშვილი (74)
„სენტ ეტიენი“ 30 აგვისტოს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

GIPHY App Key not set. Please check settings