in

ზურიკომ ბორდოს მოაგებინა და გუნდი მეორეზე დატოვა

ლიგა 2-ში გადამწყვეტი მატჩები დგება. დასაწინაურებლად მებრძოლ „ბორდოს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა ზურიკო დავითაშვილმა მოაპოვებინა.

„ბორდომ“ „კაენი“ დაამარცხა 1:0 და ეს ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა გაიტანა.

შეგახსენებთ დავითაშვილი ბოლო ორი ტურია, ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ხვდება (გიორგი მიქაუტაძესთან ერთად). ისევ ისევ ძირითადში იყო და თითქმის სრულად ითამაშა, 90+3 წუთზე შეცვალეს. ჩვენიანი ტაშის გააცილეს.

დავითაშვილმა ანგარიში მე-16 წუთზე გახსნა. ზურიკო მეკარესთან პირისპირ დარჩა და შანსი გამოიყენა.

„ბორდოს“ მეორე ტაიმში უპირატესობის გაზრდა შეეძლო, ამჯერად დავითაშვილმა დატოვა მეკარესთან ჯოშ მაჯა, მაგრამ მასპინძელთა თავდამსხმელმა ვერ ისარგებლა.

ზოგადად ჩვენიანი მთელი თამაში გამორჩეული იყო.

დავითაშვილმა 19 მატჩში მე-4 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

„ბორდო“ 65 ქულით მე-2 ადგილზეა, ლიდერ „ლე ავრთან“ (68) სხვაობა შეამცირა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცთან“ (59) უპირატესობა შეინარჩუნა.

მომდევნო თამაში „ბორდოს“ 13 მაისს უწევს სტუმრად „ჟეველისთან“.

ბორდო – კანი 1:0
გოლი: დავითაშვილი (16)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე შეუჩერებელია: გიორგიმ დუბლი შეასრულა და მეცს მოაგებინა

არის ეს შანსი? ლოჩოშვილის კარგი მატჩი და კრემონეზეს იმედისმომცემი გამარჯვება