„სენტ-ეტიენის“ გარემარბ ზურიკო დავითაშვილით „ბენფიკა“ დაინტერსდა, რომლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას გეგმავს, – იტყობინება Benfica infos-ი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ლისაბონური კლუბი აგრეთვე „რეიმსის“ იაპონელი მცველის კეიტო ნაკამურას და „ვოლფსბურგის“ ავსტრიელი ნახევარმცველის პატრიკ ვიმერის დამატებას აპირებს.
პორტუგალიური sapo-ს ცნობით, „ბენფიკას“ ქართველის დამატების სურვილი აქვს, რომელსაც ორივე ფრთაზე შეუძლია თამაში, თუმცა ტრანსფერის განხორციელება ადვილი არ იქნება, რამეთუ მის გადაბირებას აგრეთვე „ევერტონი“, „ფენერბაჰჩე“ და „ბეშიქთაში“ ცდილობენ. ამ ინფორმაციას „რეკორდიც“ ადასტურებს.
Canto das Transferências-ის მტკიცებით, „სენტ-ეტიენი“ თანახმაა მინიმუმ 25 მილიონ ევროდ ახლავე გაყიდოს, ან იჯარით შემდგომი გამოსყიდვის უფლებით გაუშვას და ფეხბურთელს იანვარშივე სურს „ბენფიკაში“ გადასვლა.
ზურიკოს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 8 მილიონია. ის „სენტ-ეტიენმა“ „ბორდოსგან“ 2024 წელს 6 მილიონად შეიძინა – ანუ, 6 მილიონად იყიდა, ახლა მისი საბაზრო ღირებულება 8 მილიონია და ტრანსფერში 25 მილიონს ითხოვს.
“ბენფიკა“ 17 ტურის შემდეგ ჩემპიონატზე 39 ქულით მესამე ადგილზეა, ლიდერ „პორტუს“ 10 ქულით ჩამორჩება და სასწრაფოდ გაძლიერებას საჭიროებს.
sportall.ge



GIPHY App Key not set. Please check settings