in

ზურიკოთი კიდევ ერთი ფრანგული გუნდი დაინტერესდა

მეორე დივიზიონში დაქვეითებული „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველით, ზურიკო დავითაშვილით კიდევ ერთი ფრანგული კლუბი დაინტერესდა, – იტყობინება Letalkshowstephanois-ი envertetcontretous-ზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ მიუხედავად არასტაბილურობისა, დავითაშვილი სტატისტიკის მიხედვით ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონში საკმაოდ დამაჯერებელი იყო, 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი შეძენის სურვილი ადრე „სტრასბურგმა“, „ბეშიქთაშმა“ და გალათასარაიმ“ გამოთქვეს, ახლა კი ქართველით „რენი“ დაინტერესდა.

ასე რომ, დავითაშვილს საკმაო შეთავაზებები აქვს და საკითხავია, შეელევა თუ არა „სენტ-ეტიენი“, რომელიც გუნდის კიდევ ერთი ლიდერმა ლიუკა სტასენმა შეიძლება დატოვოს.

ზურიკოს „სენტ-ეტიენთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო transfermarkt-ის მიხედდვით მისი ფასი 10 მილიონი ევროა.

„რენმა“ გასული სეზონი 41 ქულით მე-12 ადგილზე დაასრულა.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: როგორ დახვდნენ ხვიჩას პარიზს ამერიკაში

საკლუბო მუნდიალის რეიტინგი: ტოპ 10-ში მარტო ევროპაა, პსჟ მესამეა