in

ზურიკოთი ევერტონიც დაინტერესდა, მაგრამ სენტ ეტიენი ახლა არ უშვებს

ზურიკო დავითაშვილით, თურქული „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ გარდა, ორი ევროპული ლიგის წარმომადგენელიც დაინტერესდა, მაგრამ „სენტ-ეტიენმა“ მოლაპარაკებებისთვის კარი დახურა – ინფორმაციას გამოცემა Foot Mercato ავრცელებს.

„ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ის სატრანსფერო ბაზარზე კვლავ პოპულარულია.

თურქული კლუბების, „ბეშიქთაშისა“ და „ფენერბაჰჩეს“ გარდა, ქართველი ფეხბურთელი ამჟამად „ევერტონისა“ და ლისაბონის „ბენფიკის“ ყურადღების ცენტრშია. დავითაშვილი ზამთარში ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ „სენტ-ეტიენის“ ხელმძღვანელებს იანვარში გუნდის ლიდერის გაყიდვა არ სურთ, რომელსაც კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისს უმთავრდება.

კლუბის ხელმძღვანელობისთვის ქართველი ლეგიონერი ლიგა 1-ში გადასვლისთვის ბრძოლაში საკვანძო ფიგურაა, ასე რომ, მეტი სიმშვიდისთვის „მწვანეებს“ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე (2 თებერვალი) მოუწევთ მოცდა“, – ამტკიცებს Foot Mercato.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიას 22 ქულა და MVP-ის ტიტული ევროლიგის მატჩში

ქოჩორა ბოლო წუთზე შევიდა და… სპორტინგმა მოგებული წააგო